შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონ მელიქსეთ-ბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. იგი სტუდენტობიდანვე ჩაება სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკო მარმა მიიწვია თანამშრომლად ჟურნალ "ქრისტიანულ აღმოსავლეთში", მაგრამ მან თბილისში დაბრუნება არჩია და ფართო კვლევითი საქმიანობა გაშალა; მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებაში; 1918 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში; 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის და სხვა საკითხებზე; მისი შრომები, გარდა მეცნიერული მიზნებისა, ემსახურება ქართველთა და სომეხთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას; ავტორია შრომებისა: "მეგალითური კულტურა საქართველოში"(1938, ქართულ ენაზე), "ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ"(1-3, 1934-1955, სომხურ ენაზე), "სომეხი მწერლები და საქართველო"(ტ. 1, 1963, სომხურ ენაზე) და სხვა შრომები.; იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნიდა სომხურიდან ქართულზე და პირიქით: "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები, ი. ჭავჭავაძის "ბედნიერი ერი", ა. წერეთლის "მეგობარს", იეთიმ გურჯის, საიათნოვას, ი. გოგებაშვილის და სხვათა ლექსები; ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი; მის პირად არქივში დაცულია მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი; სომეხი მეცნიერი, არმენოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1928), პროფესორი (1930). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |