შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სალხინო (ყოფ. საქორხიდე), ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1947–1960წწ. იყო საქართველოს პედაგოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის(ახლანდელი ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინ-ტი) დირექტორი; 1963–1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური კათედრის გამგე; იკვლევდა პედაგოგიური თეორიის (დიდაქტიკა) და ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, მოლდავურ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და სხვა ენებზე. იყო პედაგოგიკის ქართული სახელმძღვანელოს (1956, 1970) თანაავტორი და იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის(1952-1965) ერთ–ერთი რედაქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომენოლოგიის (ი. ა. კომენსკის შემოქმედების შემსწავლელი მეცნიერება) საერთაშორისო ცენტრის ფუძემდებელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.428 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |