შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალიკო მრევლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. განათლება მიიღო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ისმენდა ლექციებს პეტროგრადის ქალთა უმაღლეს კურსებზე; სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 1918 წლიდან; იყო აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის მსმენელი 1922 წლიდან. წლების მანძილზე მომავალ მსახიობებს ასწავლიდა სასცენო მეტყველებას და იყო ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში; მისმა სახელმძღვანელოებმა - "ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები", "მხატვრული კითხვის ხელოვნება", "მხატვრული კითხვის მასალების კრებული" და სხვა, დიდი როლი შეასრულეს ქართული სასცენო მეტყველების მეცნიერული და მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში; თეატრალური მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.278 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |