The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1964  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს(სადირიჟორო, თეორიული).

1921-1922წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პიანისტ-კონცეტმაისტერი, 1922-1928წწ. და 1930-1931წწ. ჯერ დირიჟორი, შემდეგ მთავარი დირიჟორი; 1923 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი თბილისში (ვ. დოლიძე ოპერა "ლეილა"); 1924 წელს იყო ქ. ლენინაკანის საოპერო დასის დამაარსებელთაგანი (ლ. ნ. ისეცკისთან, შ. მ. ტალიანთან, ა. ბ. დანიელიანთან ერთად); 1931-1964წწ. მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი დირიჟორი; ქართული რეპერტუარი: სადებიუტო სპექტაკლი ვ. დოლიძე "ლეილა" (1923), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1924), დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1931), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1939, პრემიერა მოსკოვის დიდი თეატრი), მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"(1927), კ. მეღვინეთუხუცესი "რაზმელები" (1931, პრემიერა); სხვა სპექტაკლები თბილისის სცენაზე: ვერდი "აიდა", "ოტელო", გლინკა "რუსლან და ლუდმილა", ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ქოშები", პოტოცკი "გარღვევა", სიმფონიები. ავტორია ოპერებისა: "პეჩორინი" (მ. ლერმონტოვის მიხედვით) და "მეთორმეტე ღამე" (უ. შექსპირის მიხედვით), აგრეთვე სიმფონია დო მინორის, რომანსების და სხვ. 1938 წელს მოსკოვის დირიჟორთა საკავშირო კონკურსის II პრემიის ლაურეატი გახდა. ა. ბოროდინის "თავადი იგორისა" (1953) და ს. პროკოფიევის "ომი და მშვიდობის" (1962) ჩანაწერისათვის საფრანგეთში მიიღო გრან-პრი, ხოლო 1965 წელს მან მუსორგსკის "ბორის გოდუნოვის" ჩანაწერისათვის - აშშ-ის ხელოვნების აკადემიის პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1988 წელს სოფელ შაუმიანში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316; მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 168; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1942 - სტალინური პრემიის ლაურეატი (1943)
  • 1942 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: