შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან მიზანდარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. პირველად სადირიჟორო პულტთან 17 წლის ასაკში დადგა; 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა; 1918 წლიდან ორკესტრს "სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი" ეწოდა; 1919 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1922 წელს მან მხედველობა დაკარგა და 3 წლის განმავლობაში უსინათლოდ დირიჟორობდა, რის გამოც მას "ბრმა დირიჟორი" უწოდეს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი პროფესიონალი მომღერლებისა და რიგი ინსტრუმენტალისტების აღზრდაში; მასთან გაკვეთილებს იღებდა ე. მიქელაძე და მისივე რჩევით შევიდა თბილისის კონსერვატორიაში; ქართული რეპერტუარი: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"; სხვა რეპერტუარი: ვერდი "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა", "ტრუბადური", ბიზე "კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"; თხზულებები: თბილისის ოპერისა და ბალეტის სასულე ორკესტრისათვის გადაიტანა მ. ბალანჩივაძის "დარეჯან–ცბიერის" ნაწყვეტები, კ. ფოცხვერაშვილის "მგზავრული", "მხედრული"; საოპერო დირიჟორი, კლარნეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 326; geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |