The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1964  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში.

1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია; 1933 წლამდე მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ დანიშნეს ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად; ერთი წლის შემდეგ გადმოვიდა თბილისში და მუშაობდა ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში; 1949-1954წწ. იყო ამავე თეატრის მთავრი რეჟისორი. მან მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სოხუმის ქართულ თეატრს, სადაც არაერთი შესანიშნავი სპექტაკლი განახორციელა. საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები: "ვერაგობა და სიყვარული", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ნაპერწკლიდან", "კრეჩინსკის ქორწინება", "წიწამური", "ტრავიატა", "ჯავშნოსანი პოტიომკინი", "წყნარი დონი", "კაკო ყაჩაღი" და სხვა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.306; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 397; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.323; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: