The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა
Date of birth:4 May, 1916
Date of death:21 January, 1982  (at 65 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, დაბა კულაში(სამტრედიის რაიონი).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1933 წლიდან; მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე 1939 წლიდან.

მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა "გამარჯვების ზეიმი" - ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950), "ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის(ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი(1953-1956), "ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული(1957-60), ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა. ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერაშიც, პორტრეტის ჟანრში; აღსანიშნავია მისი შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები; საგულისხმოა ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში; კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები; ფერმწერ-მონუმენტალისტი. რეჟისორ რობერტ სტურუას მამა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: