შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი 1915 წელს. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პარტიულ და ჟურნალისტურ მუშაობას პეტერბურგში, თბილისში და ბათუმში; იმყოფებოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვში, ორენბურგში; 1920 წლს 7 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე იყო რ.ს.ფ.ს.რ წარმომადგენელი საქართველს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; იგი ტროცკისტობის ბრალდებით იქნა დატყვევებული, თუმცა შემდეგ სასჯელი მოეხსნა და რეაბილიტირებულ იქნა იოსებ სტალინთან მისი პირადი მეგობრობის წყალობით; 1939 წლიდან ს. ქავთარაძე დიპლომატიურ სამუშაოზეა - არის სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობის განყოფილების გამგე; სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე; 1945-1952წწ. იყო სსრ კავშირის ელჩი რუმინეთში, შემდეგ - სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი; 1954 წლიდან პერსონალური პენსიონერია; მისი სახელი დაერქვა ქუჩას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში; მიღებული აქვს რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს ვარსკვლავის ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები; რევოლუციონერი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.340; burusi.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |