შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში; ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში; მუშაობს საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვნაეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი; 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, ფერმწერ-ბატალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |