Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში; ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში; მუშაობს საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვნაეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი; 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, ფერმწერ-ბატალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |