შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ყანჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1946-1948წწ. მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948-1956წწ. სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს; აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარანდოლინა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი") და სხვა; 1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე; აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენიერებამ; მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა") მზეთუნახავი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ბერნარდა (ფ. გარსიას ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი") და სხვა; ასევე მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში. იურისტისა და ლიტერატორის სანდრო (ალექსანდრე) ყანჩელის შვილი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.353; სალომე ყანჩელი : რესპ. სახალხო არტისტი. 1921-1985. ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1985. - 15 დეკემბერი. -გვ.4; გიორგი ტოვსტონოგოვმა არ შეასრულა პირობა - როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა, შვილები არ გამოატანა / მარინა ბაბუნაშვილი // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2012. - 12 აპრილი. - N 15 (925) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |