| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1959-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეან-გინეკოლოგი; 1960-1979წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 1965-1979წწ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს; საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი; დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი; იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების მეანობაში; მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია; არის 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორისაა არაერთი მონოგრაფია და გამოგონება; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1962). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994.-გვ.375; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.341-343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

