| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ცეცხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტი 1907 წელს; ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1912 წელს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის "ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრაზე"; ის ეკუთვნის იმ მეცნიერთა რიცხვს, რომლებიც თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე მოვიდნენ მისი დაარსებისთანავე (1918) და ვინც უნივერსიტეტში პირველებმა დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები (სულ 12 მეცნიერი); 1929-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურის ხელმძღვანელი. თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად იღწვოდა ქვეყნის ფიზიკური კულტურის განვითარებისთვის. ექიმი - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930). სადისერტაციო თემა - "ადამიანის დიდი ბადექონის მორფოლოგიური თავისებურებანი და მათი მნიშვნელობა ამ ორგანოს ფუნქციების გასაშუქებლად", დაიცვა 1927 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.394; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.184-185; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.207 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

