The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია მშვილდაძე

მაია მშვილდაძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1957
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 2021  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1980 წელს (საფორტეპიანო), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1996 წელს (ეკონომიური).

1979-1981წწ. იყო ქ. გორის საოპერო სტუდიის კონცერტმაისტერი და პედაგოგი; 1981-1983წწ. სტაჟიერება გაიარა მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში საკონცერტმაისტერო და კამერული ანსამბლის განხრით, აქვე, სადირიჟორო ფაკულტეტის კონცერტმაისტერი; 1984-1990წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმაისტერი, 1990 წლიდან კამერული ანსამბლის კათედრის პედაგოგი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: კამერული ანსამბლის განხრით ე. ბერიევი, ი. კენკებაშვილი, თ. კვარაცხელია, გ. გაბელაია, ს. ხომასურიძე; ქართული რეპერტუარი: საკონცერტმაისტერო განხრით - ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი"(1979), ვოკალური ციკლი გ. ტაბიძის ლექსებზე, რ. ჩირინაშვილი კონცერტი 2 ფორტეპიანოსათვის, ვ. აზარაშვილი სავიოლინო სონატა, სონატა 2 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, პიესები ორი ფორტეპიანოსათვის: "ბერიკაობა", "ესპანური სიუიტა", მისივე, პიესები 4 ხელისათვის, სავიოლინო "პოემა", სკერცო, ნოქტურნი, ტანგო, ნოსტალგია, გ. ჩლაიძე "ქალაქური" 2 ფორტეპიანოსათვის; სხვა რეპერტუარი: დასავლეთ ევროპის კლასიკოსთა და XX საუკუნის მუსიკა 2 ფორტეპიანოსათვის; პიანისტი, კონცერტმაისტერი, კამერული ანსამბლის სოლისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 352; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge



გააზიარე: