შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე ჭრელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში 1876 წლიდან. დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში; აღნიშნულის გამო მას 1878 წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს; ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც; 1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა "ივერიაში", "ნოვოე ობოზრენიესა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად; წილად ხვდა პატივი ყოფილიყო თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი; თავის საინტერესო პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ გაზეთებში "სანოსა" და "ტატალას" ფსევდონიმით აქვეყნებდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.411 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |