The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ერქვანია

ზურაბ ერქვანია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1974), მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო უშიშროების  კომიტეტის უმაღლესი სასწავლებელი (1979), მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (1991).

სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993-1998 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, გაბედული მოქმედებისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის

გააზიარე: