შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა გამომცემლობაში ინგლისურ-ქართული ლექსიკონის კორექტორად; 1953-1969წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა რედაქციებში (პროპაგანდის, სოფლის მეურნეობის, საბავშვო გადაცემათა) რედაქტორად; 1968-1992წწ. კომპანია "ქართულ ტელეფილმში" უფროს რედაქტორად, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად. სცენარის ავტორია ფილმების: "შორია გურჯისტანამდე" (დოკუმენტური, 1970), "სერგო ზაქარიაძე" (დოკუმენტური, 1971), "მომღერალი თიხა" (დოკუმენტური, 1975), "უკანასკნელი ნახტომი" (დოკუმენტური, 1977); "გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ" (დოკუმენტური, 1986). ქართულად თარგმნა ახალგაზრდა თაობისათვის დღემდე საყვარელი წიგნი, ედმუნდ ნიზიურსკის "მარეკ პეგუსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი", ასევე ჯეკ ლონდონის არაერთი მოთხრობა. 2012 წელს ლამარა ბოკერიამ თავისი მეუღლის მუხრან მაჭავარიანის ნათელ ხსოვნას უძღვნა მემორიალური ხასიათის წიგნი "ძე ქუხილისა". წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |