შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფთვიმე I (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ადრე იყო მოქვის მთავარეპისკოპოსი-მოქველი. ბიჭვინთის საკათოლიკოსოს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალ-მარგალიტით შემკული, ძვირფასი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსელი, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლესიო წიგნები, "ქართლის ცხოვრება", თავისივე გადაწერილი გულანი და სხვ. ამასთან პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია. კერძოდ, ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანს, ადგილ-მამულის საკათალიკოსოსათვის გადასაცემად მისცა დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი. კათოლიკოსმა შეამკო მოქვის ტაძარი. სპეციალურად მოაჭედვინა და შესწირა მას მოქვის ღვთისმშობლის ხატი. მისი შეკვეთით გადაიწერა უამრავი ხელნაწერი, რომლებმაც გაამდიდრა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ეკლესია-მონასტერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |