შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფთვიმე II (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პარტიარქი 1669-1673 წლებში. ძირითადად იმერეთში ცხოვრობდა. 1672 წელს იმყოფებოდა ოდიშის მთავარ ლევან III დადიანის კარზე, სადაც შეხვდა ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. წერილში, რომელიც ბაგრატ IV-მ (1669) გაუგზავნა რუსეთის მეფეს-ალექსი მიხეილის ძეს, იმერეთის სამეფოს თავკაცთა შორის იხსენიება როგორც "საქართველოს მაკურთხეველი კათალიკოზი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |