The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გედევანიშვილი

შალვა გედევანიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1897
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1990  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1919 წელს სასწავლებლად გაემგზავრა პარიზს. იქ მცხოვრები ქართველი რეჟისორის ვ. ყუშიტაშვილის დახმარებით, იგი "ექვს პარიზულ წელიწადს" კონომოღვაწეთა შორის ატარებს; მას იღებენ თავის ფილმებში რენე კლერი, აბელ განსი და იაკობ პროტაზანოვი;

1926 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასისტენტად მუშაობდა კ. მარჯანიშვილთან ფილმებზე: "ამოკი" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929), "კრაზანა" (1928); მოგვიანებით უკვე მეორე რეჟისორად მუშაობს მ. ჭიაურელთან ფილმებზე: "ფიცი" (1946), "გიორგი სააკაძე" (1942), "დიადი განთიადი" (1938), "არსენა" (1937), აგრეთვე კოტე მიქაბერიძესთან და ალ. დიღმელოვთან ფილმზე "ქაჯეთი" (1937); შ. გედევანიშვილის მიერ კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ექიმი რიკარდო ("ამოკი", 1927), ვოვა ("უკანასკნელი მასკარადი", 1934), კორნეტი ამილახვარი ("არსენა", 1937), თბილისელი ჩინოვნიკი ("მაგდანას ლურჯა", 1955), ძერჟინსკი ("დიადი განთიადი", 1938); "მთვარის მოტაცება" (1973), "სინემა" (1977), "მე დავბრუნდები"(1982), "ბატონი ავანტიურისტები" (1985), "ჭა" (1988) და სხვა; გადაიღო მხატვრული ფილმები "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილთან ერთად, 1948) და "ზვიგენის კბილი" (1959); მუშობს მულტიპლიკაციურ კინოში: "ნაზიკო" (1956), "ბეკეკა", "გმირი ერთი საათით" (1956), "კალეიდოსკოპი", "ბეკეკა ლურჯა", "როგორ წარმოიშვა სახლი" (1965), "ეშმაკის ჯვარცმა" (1967) და სხვა; მას ეკუთვნის პირველი ქართული თოჯინური ფილმი "ნიკო და სიკო" (1962); დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ქეთო და კოტე" (1948), "ნებიერი" (ანიმაციური, 1950), "ყურშა" (ანიმაციური, 1954), "ნიკო და სიკო" (ანიმაციური, 1961), "როგორ ააშენეს სახლი" (ანიმაციური, 1965) და სხვა; სცენარის ავტორია ფილმების: "სამი მეგობარი" (ანიმაციური, 1943), "ნებიერი" (ანიმაციური, 1950), "გმირი" (ანიმაციური, 1963).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1979.-გვ.34; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.22; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: