შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ თუმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის დრამატული კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით 1929 წელს. 1925-1932 წწ. იყო ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი; 1933-1934წწ. მოსკოვის მუშათა თეატრის და ახალი თეატრის (1934-1936) რეჟისორი. 1938-1946 წწ. კ. სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც დადგა ოპერები: მაკროუსოვის "ჩაპაევი" (1943) და ვერდის "ბალ-მასკარადი" (1946). 1946-1953 წწ. იმყოფება მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ი. თუმანოვი სხვადასხვა პერიოდში იყო: მოსკოვის ა. პუშკინის სახ. თეატრის (1946-1953), კრემლის ყრილობათა სასახლის (1961-1964), დიდი თეატრის (1964-1970) და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალის მთავარი რეჟისორი. ი. თუმანიშვილი 1951 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი). 1970-1981 წწ. ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტში რეჟისურის კათედრას. ქართული სპექტაკლები: ა. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, თბილისი), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958, თბილისი); სხვა რეპერტუარი: ჩაიკოვსკი "მაზეპა" (1966, მოსკოვი), რიმსკი-კორსაკოვი "თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟზე" (1966, მოსკოვი), მუსორგსკი "ხოვანშჩინა" (1967, მილანი, ლა სკალა). პროფესორი (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 10; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 210 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |