შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრემ ეშბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბედია, გალის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917-1918 წლებში იყო სამურზაყანოს არალეგალური ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რსდმ(ბ) სოხუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე და მუშათა დეპუტატების თავმჯდომარე, აფხაზეთის რევკომის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთს ფართო ავტონომია მიენიჭა, ეფრემ ეშბას მეთაურობით სოხუმში შეიქმნა სამხარეო რევკომი, რომელმაც სოხუმის ოლქის უშუალოდ რუსეთთან მიერთება გადაწყვიტა. საქართველოს მთავრობის აქტიური საპასუხო მოქმედებით ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით 17-22 ივნისს სეპარატისტთა ეს მცდელობა აღკვეთა. ეფრემ ეშბა იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთში ჩამოყალიბებული რევკომის თავმჯდომარე, რომელმაც 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 21 მარტს საქართველოს რევკომმა გამოსცა დეკლარაცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. მოგვიანებით, 16 დეკემბერს ეფრემ ეშბამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის შესვლას საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში სახელშეკრულებლო საწყისებზე, თუმცა მისი მოღვაწეობა ამ პერიოდშიც ფაქტობრივად საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1922 წლის მარტიდან იგი მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ს მესამე მდივნად, იმავე წლის ოქტომბრიდან-საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისრად. 1926-1927 წლებში იყო საკ. კპ(ბ) ჩეჩნეთის ორგბიუროს მდივანი. თანაუგრძნობდა ტროცკისტულ მიმდინარეობას, რისთვისაც პარტიიდან გარიცხეს 1927 წელს. 1930-1935 წლებში მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობისა და მძიმე მრეწველობის კომისარიატებში. პოლიტრეპრესიების მსხვერპლი. პარტიული მუშაკი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.121 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |