შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს; ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1960-1961წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მსახიობი; 1961-1968წწ. საქართველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1968-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების კინორეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80" (დოკუმენტური, 1964), "ციმბირის პაპა" (დოკუმენტური, 1968), "დიდი ოჯახი" (დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი" (1985), "კეთილი კაცი-"პატარა დეტექტივი" (1985), "ხსოვნა" (1989), "მახსოვს ხარაგაული"(დოკუმენტური, 1999); სცენარის ავტორია ფილმების: "დიდი ოჯახი" (დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი" (1985), "კეთილი კაცი - "პატარა დეტექტივი" (1985), "ხსოვნა" (1989) და სხვ.; დამდგმელი ოპერატორია ფილმის: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80" (დოკუმენტური, 1964). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; გაზეთი "ჩემი ხარაგაული" : chemikharagauli.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |