შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ შემოქმედელი![]()
ბიოგრაფიაიაკობ დუმბაძემ განათლება ტრაპზონში მიიღო. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647 წ-იდან. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული. 1696 წელს იმყოფება რუსეთში, დონის მონასტერში. ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება "უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება", მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შკითხვა-გამოცანებზე და სხვ. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული"აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავით სოსლანის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები. უკვე ღრმად მოხუცებულმა დატოვა გურიის კათედრა და წავიდა იერუსალიმში და იქვე აღესრულა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |