შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ მეკოკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გიორგიწმინდა, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1955 წელს. იყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძიმეწონოსანი. ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, შემდეგ ძირითადად - თავისუფალი ჭიდაობაში. წარმატებით გამოდიოდა სამბოში და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. თავდაპირველად მოღვაწეობდა საქართველოში თბილისში, შემდეგ კი რუსეთში. გამოირჩეოდა უდიდესი ფიზიკური ძალით, არაჩვეულებრივი ხანგრძლივი სპორტული ბიოგრაფიით. 40 წლისა დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს (1952, ჰელსინკი), ორი წლის შემდეგ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1954), მოჭიდავეთაგან ყველაზე ბევრჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1945-1946, 1948-1953, 1956) და შვიდჯერ სამბოში (1940, 1947-1952), უკანასკნელად 1956 წელს 44 წლისამ იასპარეზა სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე, სადაც მოიგო ყველა ორთაბრძოლა და ჩემპიონობა მოიპოვა. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. 1963 წლიდან თამაშდება მეკოკიშვილის სახელობის თასი ქართულ ჭიდაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |