შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ ლაკობა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ. 1911 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციურ წრეებში მონაწილეობისათვის, რის შემდეგაც რევოლუციური მოღვაწეობას განაგრძობდა ბათუმსა და გროზნოში. 1916-1917წწ. მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზაზე, იქვე ეწეოდა პროპაგანდას მშენებელთა შორის. 1916 წელს გუდაუთაში შექმნა ბოლშევიკური ორგანიზაცია. 1918 წლის გაზაფხულზე ს. კუხალეიშვილთან, ე. ეშბასა და გ. ათარბეგოვთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებას მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. შემდეგ ყუბანში გადავიდა, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ აფხაზეთში სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ რაზმს. 1919-1920წწ. აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა აჭარაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშობდა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ, სამხრეთ საზღვაო საქმეთა სახელმწიფო კომისრად, სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ, ცაკის(ცენტრალური კომიტეტი) თავმჯდომარედ. კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |