The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვამეყ I დადიანი

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვამეყ I დადიანი იყო ოდიშის ერისთავი, 1384-1396 წლებში ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული. ერთიანი საქართველოს მეფეებთან ერთად ებრძოდა განკერძოების მოსურნე იმერეთის ერისთავებს. 1392 წელს დაამარცხა იმერეთის ერისთავი გიორგი I, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ვამეყ I დადიანის დახმარებით საქართველოს მეფემ გიორგი VII-მ, თემურლენგის შემოსევათა მიუხედავად, თავისი ძალაუფლება განამტკიცა დასავლეთ საქართველოში. ვამეყ I დადიანმა წარმატებით ილაშქრა ჯიქეთში და იქიდან წამოღებული მარმარილოს სვეტებითა და ფიქლებით ხობის ეკლესიას თავისი მშობლების საძვალე მიაშენა. ვამეყისვე თაოსნობით კონსტანტინეპოლიდან საგანგებოდ მოწვეულმა მხატვრმა კირ მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ეკლესია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.149


გააზიარე: