შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუშნი ლასურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუტოლი, ოჩამჩირირის რაიონი. დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1965 წელს; 1974 წელს მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1955 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა; მისი ლექსთა კრებულებია: ''აკვანი'', ''იმედი'', ''აბრეშუმის სახლი'', ''წყალთა მეუფე'', ''ჩანჩქერების დილა'', ''მთესველი. ლირიკა 1955-1975''. მისი ლექსების ძირითადი თემებია: სამშობლო, ბუნება, სიყვარული. ისინი გამოიჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით. მან აფხაზურ ენაზე თარგმნა ''ვეფხისფყაოსანი'', ირ. აბაშიძის ''პალესტინა, პალესტინა!'', გ. ლეონიძის, შ. ნიშნიანიძის ლექსები, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ჯ. ბაირონის თხზულებები და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე. აფხაზი პოეტი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1974). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.134; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.296 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |