შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კიტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1975-1980წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობაზე; 1977-1980წწ. იქვე საერთაშორისო გამოკვლევებისა და სწავლების განყოფილებაზე; 1980-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1983-1987წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1983 წლიდან მოღვაწეობს პროდიუსერად და რეჟისორად კინოსა და ტელევიზიაში; 1988 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ტრასა" (1991), "გზაჯვარედინი" (1991), "სიცოცხლის ფასი" (დოკუმენტური, 2012); სცენარის ავტორია ფილმების: "3-1" (1983), "ტრასა"(1991), "გზაჯვარედინი" (1991), "სიყვარული ვენახში" (2000), "სიცოცხლის ფასი" (დოკუმენტური, 2012); გადაღებულია ფილმებში: "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები" (1972), "წარსული მუდამ ჩვენთანაა" (გია, 1989), "დღე" (1993), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (2000) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |