შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ივანიცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1947 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში, 1955 წლიდან ხელმძღვანელობს გეოქიმიის განყოფილებას; 1955-1975 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თ. ივანიცკის შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს. თ. ივანეცკიმ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გეოქიმიაში. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1967). გეოქიმიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 90; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.734 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |