შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1996 წელს; 1997-2003წწ. სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი). 2003-2005წწ. გერმანიაში თანამშრომლობდა ფირმასთან "ვარშტაინერი", მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი "Jambo Kenia!" და მუსიკალური კლიპები; 2003 წელს დააარსა ქართულ-გერმანული სტუდია "აკრობატი"; ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში; მუშაობს კინოსტუდია "სანგუკო"-ში; 1998 წლიდან მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დილის რომანსი" (1996), "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები"(დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება" (დოკუმენტური, 2009); პროდიუსერია ფილმების: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ქვა"(1996), "დილის რომანსი" (1996), "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება“(დოკუმენტური, 2009); ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "როკვით განფენილნი“ (დოკუმენტური, 2005), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი"(დოკუმენტური, 2009), "ოცნება“(დოკუმენტური, 2009); მემონტაჟეა ფილმების: "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |