The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბატონიშვილი (შახ ყული-ხანი)

ოფიციალური სახელი:ლევან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1653
გარდაცვ. თარიღი:1709  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი; ვახტანგ VI -ის მამა; ძმის გიორგი IX-ის ირანში გაწვევის დროს, 1675-1677 და 1703 წელს იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი); 1678 წელს ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შახ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირბანის ნაიბად; შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო.  იგი კათოლიკე მისიონერებს მფარველობდა, იყო სულხან - საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" იოანე ნათლისმცემისა, პეტრე-პავლესა და სხვა წმინდანებისადმი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.318-319


გააზიარე: