შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" (ვალიკო, 1957), "სხვისი შვილები" (გურამი, 1958), "გლახის ნაანმობი" (სანდრო, 1959), "ლონდრე" (გაბრიელი, 1966), "ყვარყვარე" (პავლე, 1978), "მარადისობის კანონი" (მერაბი, 1982), "მაგრამ რა მერე?" (დათიკო, 1997), "დარჩი ჩემთან" (2011) და სხვ.; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ლაპჩენკო (ა. არბუზოვი, "ისინი შეხვდნენ ერთმანეთს", რეჟისორი მ. თუმანიშვილი), ვეფხია ხალიბაური (კ. ბუაჩიძე "ამბავი სიყვარულისა", რეჟისორი მ. თუმანიშვილი, ლადო (გ. ნახუცრიშვილი, "ფიროსმანი", რეჟისორი დ. ალექსიძე), უფლისწული (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა", რეჟსორი ნ. ხატისკაცი), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძე, "საბრალდებო დასკვნა", რეჟისორი რ. სტურუა), გოგი (ბ. ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი რ. სტურუა) და სხვ. 2013–2014წწ. იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი. თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლ",საბრალდებო დასკვნაში" განსახიერებული სარალიძის როლისთვის სომხეთის კულტურის სამინისტროსა და თეატრალური საზოგასდოებისაგან გადაეცა ორი ოქროს მედალი (2017). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი (დაარქივებული): web.archive.org; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.303-304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |