| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1930 წელს. მისი პედაგოგი იყო ი. ნიკოლაძე. 1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში (1944 წლიდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია, ამასთან ერთად მუშაობს პორტრეტულ ქანდაკებაში. 1937 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში. მონუმენტი დაიდგა 1942 (ქვა, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943; 1989 ფიგურა ჩამოისხა ბრინჯაოში). ძირითადი ნამუშევრები: გ. დიმიტროვი (1972წ., მოსკოვი, მ. მერაბიშვილთან ერთად), მირზა ფათალი ახუნდოვი (1958, ბრინჯაო), ი. თარხნიშვილი (1971, ბრინჯაო). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნა ი. თარხნიშვილის, დ. მენდელეევის, გ. ნიკოლაძის, ა. რაზმაძის ბიუსტები (ბრინჯაო, ყველა 1948), მასევე ეკუთვნის მ. თოიძის (1946, ბრინჯაო), ი. ნიკოლაძის (1946, ქვა), მ. სარაიანის (1952, ბრინჯაო), ო. დიმიტრიადის (1952, ბრინჯაო), შ. ამირანაშვილის (1957, მარმარილო), ნ. მუსხელიშვილის (1961, ბრინჯაო), ი. აბაშიძის (1990, თაბაშირი) და სხვა სკულპოტურული პორტრეტები. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან – ქართული სახვითი ხელოვნება (1937, მოსკოვი, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა); დიდი სამამულო ომი (1942, თბილისი, ახლანდელი დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნული გალერეა); საქართველოს სახვითი ხელოვნება (1958, მოსკოვი). მისი ნაწარმოებები დაცულია შ. ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში; ბორჯომისა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ა. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.660; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

