The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევანი (კახეთის მეფე)

ლევანი
Legal name:ლევან ბაგრატიონი
Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Royalty

Biography

1518/20-1574წწ. კახეთის მეფე, გიორგი II (ავგიორგის) ძე. 1513 წელს, როცა ქართლის მეფემ დავით X-მ  კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა გახიზნეს. მათ ისარგებლეს 1518 წელს ქართლში შაჰ-ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლამქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და სცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 წელს ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ, შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები, ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისგან დახმარების მიღებას. 1563 წელს მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-სთან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა ლევანი აიძულა ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები: ბაზარი და გრემი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.158


Share: