შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ პოლიტკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებელი 1950 წელს, სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს(სავიოლინო). კონსერვატორიის დამთავრებიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა საკონცერტო, საგასტროლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966–1971წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლინო), 1969 წლიდან დოცენტი; 1968–1971წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი(მ. იაშვილთან ერთად); ქართული რეპერტუარი: ა. შავერზაშვილი სავიოლინო კონცერტი(1968, პირველი შესრულება, 1971, ბერლინი), ო. თაქთაქიშვილი სავიოლინო კონცერტინო; სხვა რეპერტუარი: კამერული და საკონცერტო ნაწარმოებები – მენდელსონი, დვორჟაკი, სიბელიუსი, შუმანი, გრიგი, ვენიავსკი, პაგანინი, რესპიგი, ა. რუბინშტეინი, ბალაკირევი, ტანეევი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გრეჩანინოვი; გასტროლები: სსრკ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფილიპინები; მევიოლინე მ. იაშვილის მეუღლე; რუსი, წარმოშობით ებრაელი მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 392 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |