The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა ვასაძე

იუზა ვასაძე
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი - 1961 წელს; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1986 წელს სომხეთის მებაღეობის, მევენახეობისს და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1976-1981წწ. იყო სოფელ გალავნის, ხოლო 1983-1992წწ. - საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობების დირექტორი; 1992-1994წწ. - კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1994-1997წწ. - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1997-1999წწ. - მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის "სამტრესტის" თავმჯდომარე; 1999-2002წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათისა სამინისტროს მრჩეველი სამაჩაბლოში; 2002-2012წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის ტექნოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე; 2011 წლიდან - საქართველოს "მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოო კავშირი" (არასამთავრობო ორგანიზაცია) პრეზიდენტი. შეისწავლა ხეხილოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აღწერა 16-ზე მეტი ვაშლის ადგილობრივი ჯიში, რაც საფუძვლად დაედო ამ ჯიშების გამრავლებას საქართველოში. არის 5 გამოგონების და 4 პატენტის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 142-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების  და საგრანტო პროგრამების მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, ინჟინერ-ტექნოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.113

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოთ კავშირი , პრეზიდენტი (2011-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1992-1995)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: