შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით 1950 წელს. 1951-1959 წლებში მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგად, თბილისის ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში განყოფილების გამგედ. 1959-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების განყოფილების გამგე. შეთავსებით პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. ამირან ვაშაკიძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა მარტივ და ფასონურ ყალიბებში გლინვის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა. მის მიერ დამუშავებულია მზა ნაგლინი პროდუქტების მიღების პროგრესული ტექნოლოგიები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის 10 გამოგონების ავტორი. გამოჩენილი ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1974). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.196; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |