შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. მაირანოს სახელობის თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958); თბილისის "დინამოსა" (1953-1967) და სსრკ ნაკრების წევრი, რომის XVII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959,1963), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე პრიზიორი; 1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1962). 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სსრკ-ის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა. კალათბურთელი. ისტორიკოს თამარ გამსახურდიას მეუღლე. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.677-678; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.440 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |