The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გამსახურდია

თამარ გამსახურდია
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:1973  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს; 1959 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად, 1966 წლიდან ასისტენტად, 1971 წლიდან დოცენტად. მისი კვლევის საგანი იყო ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ქალაქების ისტორია. მას დაწყებული ჰქონდა მონოგრაფია ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პრობლემებზე, რომლის ნაწილია გამოკვლევა "პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის". ამ ნაშრომში ახლებურად არის გააზრებული და ახსნილი ძველი საქართველოს სახელმწიფო წყობილების ზოგიერთი საკითხი. გამოკვლევამ სპეციალისტთა დიდი ყურადღება დაიმსახურა, ითარგმნა სომხურ ენაზე და გამოაქვეყნა სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიამ. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, ფილოლოგიისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე; სტუდენტებს აცნობდა ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მატერიალური კულტურის მდიდარ ძეგლებს. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1966). ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას შვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და; ცნობილი კალათბურთელის გურამ მინაშვილის მეუღლე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "IV-VI საუკუნეების ქართლის ქალაქების ისტორიიდან", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. -თბ.,1974.- N1. -გვ.194; რეზო შატაკიშვილის ბლოგი: rezoshatakishvili.wordpress.com


გააზიარე: