შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მინდელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1934 წელს. 1947 წლიდან იყო ტრესტ "საქსოფლმშენი" საგეგმო-საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1961-1965წწ. "მთავართბილმშენის", შემდეგ "საქმშენინდუსტრიის" ტრესტების მმართველი, 1965-1969წწ. "მთავართბილმშენის" უფროსის მოადგილე. მისი ინიციატივით დაარსდა ახალი, რთული სამშენებლო კონსტრუქციები სპორტის სასახლის გადახურვისათვის, აგრეთვე სასტუმროების "ივერიისა" და "აფხაზეთის" მშენებლობისათვის. მისივე ხელმძღვანელობითაშენდა თბილისში - საქართველოში პირველი სახლთმშენებელი კომბინატი, მეტეხის გვირაბი, გმირთა და კოლმეურნეობის (ახლანდელი გ. ორბელიანის) მოედნების მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბები, მტკვრის სანაპირო დიღმის მიმართულებით (4კმ); ჩატარდა აგრეთვე ძვ. თბილისის სარესტავრაციო სამუშაოები, აშენდა 9 გზაგამტარი და ხიდი, მათ შორის დიღმისა და ნაძალადევის დამაკავშირებელი ხიდი, რომელსაც გიორგი მინდელის სახელი მიანიჭეს. მასვე ეკუთვნის ქალაქის სატრანსპორტო კვანძების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე კოლექტორების, რკინიგზის ვაგზლისა და რესპუბლიკის მოედნების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა და სხვა. 1969-1972წწ. იყო საქართველოში პირველი ავტოსტრადის - "თბილისი-აეროპორტის" მშენებლობის (შემდგომში საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის დირექცია) უფროსი, ბოლო წლებში - თბილისის მერიის მრჩეველი მშენებლობის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ნიშნები. ინჟინერ-მშენებელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.678 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |