The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ვაშაკიძე

დაბადების თარიღი:10 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1996  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

მუშაობდა სანატორიუმ "ლიკანსა"  და "სტროიტელში" (გუდაუთა). 1963-1978 წლებში იყო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო შემდეგ დირექტორი (1978-1996). ვერა ვაშაკიძე არჩეული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს მრჩევლად (1978). იყო იუნეპის პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების საერთაშორისო რეგისტრის კორესპონდენტი (1985). ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვიზიტიორ-პროფესორი (1990). რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი პროფპათოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დარგში (1987). არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1979), ექიმი-ტოქსიკოლოგი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: