შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთის ფედერაცია). 1975-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, 1991-1992 წლებში თეორიული ფიზიკის კათედრაზე, 1985-1986 და 1988-1989 წლებში-მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ), 1989-1990 წლებში იყო ფრასკატის (იტალია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი. 1993 წლიდან ატარებდა სამეცნიერო კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით. პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი (თსუ, 2004). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |