The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ჩარქსელიანი

ანზორ ჩარქსელიანი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უშგული.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე ლაბორანტ-სტატისტიკოსად, 1960-1963 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სტატისტიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის კათედრის ასისტენტი; 1964-1970 წწ. - საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1970-1974 წწ. -  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1974-1980 წწ. - მაიაკოვსკის რაიონის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი, 1980 წლიდან საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" დირექტორი; 1992-1995წწ. საართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება მიწათმოწყობისა და მიწის კადასტრის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1971).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.682; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.145; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 365

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აგრარული მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მიწათმოქმედი", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს სსრ მე-9 მოწვევის უმაღლესი საბჭო, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1970-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "საქართველოს ნიადაგების კვლევა"
  • 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: