შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერნარდ გრდზელოვი![]()
ბიოგრაფიაეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლ. ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები (სამი მონოგრაფია და 30-ზე მეტი სტატია), რომელთა ნაწილი დაიბეჭდა მისი გარდაცვალების შემდეგ, ეხება პირამიდების ეპოქის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. მისი რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. ეგვიპტოლოგი, ეროვნებით ქართველი. წყარო: science.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |