The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა ვაშაყმაძე-ვერონეზე

დიანა ვაშაყმაძე-ვერონეზე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1966
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 2011  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1987 წელს, ხოლო თბილისის კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძისა და გ. კარიაულის კლასი) 1991 წელს. 1987 წელს სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) და ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994-1996 წლებში პროფესიული სწავლების პროგრამა გაიარა ნიუ-იორკის მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში.

მისი დებიუტი საოპერო სცენაზე შედგა ნიუ-იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში "ზღვის მხედრები". მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზუჩენა (ჯუზეპე ვერდის "მაკბეთი", "აიდა", "ტრუბადური"), ტურანდოტი (ჯ. პუჩინის "ტურანდოტი"), იზოლდა (რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" და სხვ). 2005 წელს დიანა ვაშაყმაძე წარმატებით წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ჯუზეპე ვერდის ოპერაში "აიდა". ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის მქონე ხმა. აღსანიშნავია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. მიღებული აქვს 3 პატენტი. იტალიელი მუსიკოსის, ა. ვერონეზეს მეუღლე. მომღერალი (დრამატული სოპრანო), თეორეტიკოს-ფიზიკოსი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ღირსების ორდენი

გააზიარე: