Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ მოსეშვილი![]()
Biography1930-1932წწ. მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშა-ახალგაზრდობის და 1936-1956წწ. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრებში. იყო ქართული საოპერო თეატრისა და ესტრადის პოპულარული მსახიობი. გამოირჩეოდა ხალასი ნიჭით, მუსიკალობით, სცენური სიმართლით, უშუალობით. უხვად იყო დაჯილდოებული იუმორის გრძნობით, იმპროვიზაციის ნიჭით და არაჩვეულებრივი აქტიორული მომხიბვლელობით. მუსკომედიის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბონი (ი. კალმანის "სილვა"), იბრაჰიმი (ნ. გუდიაშვილის "შეხვედრა აგარაკზე"), გერმანი (რ. ფრიმლისა და პ. სტოტჰარტის "როზ-მარი"), სიმონიკა (ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება"), კუსპარა, ოთარ ჩიტია (ა.კერესელიძის "მსახიობის სიყვარული", "თბილისის ცის ქვეშ"), ბენია წივწივაძე, კაკუნია (გ. ცაბაძის "ახალი სიმღერა", "ჩვენი ნაცნობები") და სხვა. მსახიობთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თბილისის მუსკომედიის თეატრს და განსაზღვრა მისი შემოქმედებითი სახე. 1956 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მოღვაწეობდა. მან ე. ჩოხელთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.687-688 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |