The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნადირაძე

ალექსანდრე ნადირაძე
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1987  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1940 წელს.

1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, სამეცნიერო კვლევის საგანი იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ–დამჯდომი მოწყობილობა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1". 1958 წელს, საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლის რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი პირველ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს და პირველი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. ინსტიტუტის უცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა "Темп", "Пионер", "Тополь"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები. მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი აგრეთვე რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: "ვოსხოდი", "სოიუზი", "კოსმოსი", "სოიუზ–აპოლონი", "პროგრესი". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972).  რუსეთის კოსმონავტიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ნადირაძის სახელობის მედალი.

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1944-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1981-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - ლენინის ორდენი
  • 1982 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1978 - ლენინის ორდენი
  • 1976 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1976 - ლენინის ორდენი
  • 1968 - ლენინის ორდენი

გააზიარე: