The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ნათაძე

გრიგოლ ნათაძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1878
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1951  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1907 წელს.

სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ჟენევის უნივერსიტეტში (შვეიცარია). 1902-1903წწ. თავისუფალ მსმენელად ყოფნისას ისმენდა ვ. ი. ლენინისა და გ. პლეხანოვის საჯარო ლექციებს. მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. 1919-მდე მასწავლებლობდა თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიებში. კითხულობდა ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. პროგრესულ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში. 1936-იდან გარდაცვალებამდე იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე. ეკუთვნის ორმოცამდე ნაშრომი-მონოგრაფია. მეცნიერული ნარკვევი და კრიტიკული სტატია. მისი მეცნიერული კვლევის სფეროში შედიოდა როგორც ძველი, ისე შუა და ახალი ისტორიის საკითხები. ჩაუყარა საფუძველი ისტორიოგრაფიაში დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის გენეზისის მეცნიერებათა შესწავლას. მან, ქართველ ისტორიკოსთაგან პირველმა დაიწყო ისტორიის კვლევა მარქსისტული მსოფლმხედველობის პოზიციებიდან. საფუძველი ჩაუყარა თბილისის უნივერსიტეტში ისტორიის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსს. შექმნა შუა საუკუნეების ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო "შუა საუკუნეები". მსოფლიო ისტორიის დარგების ერთ-ერთი ფუძემდებელი და საბჭოთა მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926). ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის რევაზ ნათაძის მამა.

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.297; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.77

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: