The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ვაჩნაძე

მერაბ ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1948  (69 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1974 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა საქართველოსა და რუსეთის ისტორიის კურსებს. 1997-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1998-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, 1999-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 2002-2006 წლებში რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე, 2008-2011 წლებში წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი. მერაბ ვაჩნაძე იკვლევს საქართველოს და რუსეთის ახალ და უახლეს ისტორიას(XIX-XX სს.), ქართულ პოლიტიკური აზრისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ისტორიას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოს უახლესი ისტორიის (XX ს.90-იანი წწ.) შესწავლა. არის საშუალო სკოლის VII-XI კლასების საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს, საქართველოსა და რუსეთის ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების თანაავტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1999), პროფესორი(2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: